Monday, November 27, 2017

ყვავილები და სანთლები სასტუმრო „ლეოგრანდთან“ [ფოტო,ვიდეო]



სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდება. ხანძრის დროს დაღუპულთა ახლობლები და მოქალაქეები სასტუმროსთან მიდიან, ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.
შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც მივიდა.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.
ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
1tv.ge






No comments:

Post a Comment