Tuesday, November 28, 2017

გალში ინციდენტების პრევენციის საკითხზე შეხვედრა დასრულდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა დასრულდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ საზღვართან 19 მაისს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლის დაკავებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, ასევე იმ მნიშვნელოვან ინციდენტებს, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოხდა. 
მისივე თქვით, საუბარი ასევე შეეხო ბოლო დროს განვითარებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ასევე საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხს, გიორგი ლუკავას საქმესა და მამა-შვილი როგავების პრობლემას. 
როგორც სუსის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მამა-შვილი როგავების მონახულებას ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დრანდის ციხეში უახლოეს მომავალში შეძლებს.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment