კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
20 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად გაიმართება კენჭისყრა. გახსნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ. გარდა ამისა, სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. საქართველოს, სიმღერით "გულის ხმა", გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment