👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს 22 ნოემბერს ქვეყნის უზენაესი სასამართლო განიხილავს. ინფორმაციას ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოლიტიკური პარტიის იურისტი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს. პაველ ბოგომაზოვი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს უკანონოს უწოდებს.
პოლიტიკური პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს ჩამოართვა.
imedines.ge
No comments:
Post a Comment