👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ჩვენი მიზანია, ახალი ომბუდსმენი 7 დეკემბრამდე აირჩეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბუქარესტში განუცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის ახალ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მმრთველ გუნდში განახლდა.
"ძალიან აქტიურად წარიმართება დისკუსია მმართველი გუნდის შიგნით. შემდეგ შედგება გაფართოებული კონსულტაციები. კანდიდატი ამ ეტაპზე შერჩეული არ არის, განიხილება რამდენიმე, თუმცა მათ ვერ დავასახელებ. გაგრძელდება კონსულტაციები და ამის საფუძველზე დასახელდება კანდიდატი საპარლამენტო წესით", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი სოფო ხორგუანია.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე განიხილება თამარ ქალდანის და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment