Tuesday, November 14, 2017

BBC: მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია. ქართულ ღვინოს სტატია BBC-მ მიუძღვნა. გამოცემის ცნობით, ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.
ამ აღმოჩენამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლის წინანდელია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment