Saturday, November 18, 2017

გიორგაძე: სამინისტროს ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია მოხდება

კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სერიოზული ოპტიმიზაცია მოხდება სწორედ ადმინისტრაციული რესურსის ნაწილში, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთაკითხვაზე, მოხდება თუ არა ორი სამინისტროს გაერთიანების შედეგად რესურსების ოპტიმიზაცია. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
„ოპტიმიზაცია იქნება. პრაქტიკულად, ძალიან მინიმალურად შეიძლება შეეხოს დარგობრივ მიმართულებებს, თუმცა სერიოზული ოპტიმიზაცია მოხდება სწორედ ადმინისტრაციული რესურსის ნაწილში“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მისივე თქმით, ორი სამინისტროს გაერთიანების შემდეგ, თუ როგორ ჩამოყალიბდება სამინისტრო, ამაზე მუშაობენ და საზოგადოებას საკუთარ ხედვებს ამ მიმართულებით ოფიციალურად პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ წარუდგენენ. 
პარლამენტი სამთავრობო ცვლილებათა პაკეტის განხილვისთვის ემზადება. 13 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა.
imedinews.ge

კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment