Thursday, November 2, 2017

კალაძე: ყვითელი ავტობუსები მალე ახლით ჩანაცვლდება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ თბილისის მე-2 ავტობაზა დაათვალიერა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება პრიორიტეტული საკითხია და ყვითელი ავტობუსები მალე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლდება.
”ტრანსპორტის განახლება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარული. ვაპირებთ არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას ევროპული თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. მისასალმებელია, რომ მერიამ 143 ავტობუსი შემოიყვანა, თუმცა ეს არ არის საკმარისი,”- განაცხადა კალაძემ.
21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment