Sunday, November 19, 2017

ფოთის პორტში შევიდა გემი, რომელზეც შესაძლოა დეპორტირებული ქართველები არიან

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ფოთის პორტში უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი გემი შევიდა, რომელზეც სავარაუდოდ უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან. თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია რეალობას. ბორანიდან მგზავრები ჯერ არ გადმოსულან. 
ფოთის პორტშია უკრაინიდან დეპორტირებული თამაზ შავშიშვილის მამა გიორგი შავშიშვილი. ის იმედოვნებს, რომ ბორანზე მისი შვილი იქნება. 
უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაზე საქართველოს საელჩომ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ტექსტის თანახმად, საელჩო იცავს დეპორტირებული ქართველების უფლებას და მუდმივ კომუნიკაციაშია უკრაინულ მხარესთან. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment