კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Bloomberg-ი ამერიკის საუკეთესო ბიზნესსკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. Bloomberg-ის რეიტინგს “კომერსანტი“ ავრცელებს.
რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება.
Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის დამთავრების შემდეგ საფინანსო სექტორში ყველაზე სწრაფად საქმდებიან, თუმცა ყველაზე მაღალი ანაზღაურება Stanford -ის კურსდამთავრებულებს აქვთ.
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:
Harvard – უნივერსიტეტი სიის სათავეშია, თუმცა მას მეორე ადგილი უკავია კურსდამთავრებულთა ანაზღაურების მაჩვენებლით, ხოლო დასაქმებით 35-ე.
Pennsylvania - უნივერსიტეტმა წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა, კურსდამთავრებულთა ანაზაურების მაჩვენებლით კი უნივერსიტეტი მესამე ადგილს იკავებს, მათი დასაქმების მაჩვენებლით მეექვსეს.
MIT - უნივერსიტეტი სიაში მესამე პოზციაზე დაწინაურდა, ანაზღაურების კრიტერიუმით ის მეექვსე ადგილზეა, თუმცა დასაქმების მაჩვენებლით მეოცეზე.
Chicago (Booth) – უნივერსიტეტმა წელს უკვე მეორედ სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა; ანაზრაურების კრიტერიუმით ის მეოთხე პოზიციაზეა, დასამქების მაჩვენებლით კი მერვეზე.
Stanford - უნივერსიტეტი წლევანდელ რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, მას 100 ქულიანი სისტემიდან ჯამში 89 ქულა აქვს მიღებული.
Duke (Fuqua) - უნივერსტეტის პოზიცია წელს გაუარესდა და მან მეექვსე ადგილი დაიკავა სიაში 89 ქულით.
Dartmouth (Tuck) - უნივერსიტეტი მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა. ის ანაზღაურების მაჩვენებლით მეცხრე ადგილზეა, დასაქმებით კი მეოთხეზე.
Northwestern (Kellogg) - წელს ამერიკული უნივერსიტეტი მერვე ადგილზეა. წინა წელთან შედარებით მისი პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა, სარეიტინგო ქულა კი 100-დან 87,9-აა.
Columbia - უნივერსიტეტი რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა 87.1 ქულით.
Rice (Jones) - ათეულის ბოლოს Rice უნივერსიტეტი მოხვდა, რომლის პოზიციაც წელს 2 პუნქტით გაუარესდა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment