👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა შეურაცხყოფებს ითმენს, რაც გამორიცხავს, რომ ის აგრესიული ადამიანია. მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს კი ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს.
„არ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი და მოძალადე. ვერავინ ასეთ ფაქტს ვერ მომიყვანს. მე არ ვარ იმ დონის ადამიანი, რომ მათ ავყვე",- განაცხადა ნუგზარ ჭონქაძემ.
თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნა ერთ-ერთი ხმაურიანი საკითხი იყო საკრებულოს გაერთიანებული კომისიის სხდომაზე. ჭონქაძეს პოლიტიკური ოპონენტები და საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელებში ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებში სდებს ბრალს და მის ამ პოსტზე დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.
დღეს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ დღის წესრიგიდან ჭონქაძის დანიშნის საკითხის ამოღება მოითხოვა. უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ცოტა ხნის წინ საკრებულომ თბილისის მთავრობის შემადგენლობა სრულად დაამტკიცა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment