Friday, November 17, 2017

მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სლოვაკეთის ხავერდოვანი რევოლუციის 28-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ.
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობებზე საუბრისას ამ ორ ქვეყანას შორის პარალელები გაავლო. „მიუხედავად სირთულეებისა, სლოვაკეთმა მტკიცედ განაგრძო გზა ევროპისკენ და თავისუფლებისკენ და მშვიდობიანი გზით მიაღწია სლოვაკი ხალხის არჩევანს. ეს ჩვენ გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, რომელიც არის თავისუფლების, სწორი ფასეულობების და დემოკრატიის გზა. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, და მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა, უკვე მიაღწია ხელშესახებ წარმატებას ამ გზაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, რაც გულისხმობს ასოცირებას დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, სტაბილურობასთან და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ სახელმწიფოსთან,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მიღებაზე,ასევე ხელი მოეწერა ოფიციალურ შეთანხმებას კომპანია "ჯორჯიან ეარვეის" და ბრატისლავას აეროპორტებს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას. ხელოვნების სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
imedinews.ge

კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment