👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო-ასე აფასებენ წიგნის მუზეუმს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში გაიხსნა. გახსნას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი დაესწრო.
წიგნის მუზეუმში ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენაა წარმოდგენილი, რომელიც 4 ნაწილადაა დაყოფილი:
საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი;
”ვეფხისტყაოსნის” მუზეუმი - პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხო ენებზე;
ილიას დარბაზი - ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთები და ბიბლიოთეკა;
ბროსეს საცავი - ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ-კონტროლის აპარატით.
მუზეუმი 19 ათასზე მეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს. წიგნის მუზეუმი ”დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის” მხარდაჭერით გაიხსნა
imedinews.ge

No comments:
Post a Comment