Wednesday, November 15, 2017

ქართული ღვინო აშშ-ში გამართულ გამოფენებზე წარადგინეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინო ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ღონისძიებაზე იყო წარდგენილი: ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებზე ,,RAW NY” და ,,RAW LA”, ასევე ღვინის მსხვილი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და მედიისთვის გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაცია-პრეზენტაციებზე. 
ქართული ღვინის დეგუსტაციებს  ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი და პროფესიონალი ელის ფეირინგი უძღვებოდა. აქვე,  ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის, მოგზაურისა და ღვინის მწერლის კარლა კაპალბოს წიგნის „Tasting Georgia“-ს პრეზენტაციაც გაიმართა.  
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მე-9 ადგილზე გადავიდა. 
აშშ-ში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები: „ნათენაძის ღვინის მარანი“, „გოცას ღვინოები“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი - კვალითი“, „კერესელიძეების მარანი“, „ნაოტარი“, „ორგო“, „ბაბანეურის მარანი“, „ბრუალე“, „ივერი“, „მაკარიძის მეღვინეობა“, „ღვინის ქურდები“, „ფაფარი ველი“ და „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი“.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment