Tuesday, November 14, 2017

შს მინისტრის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს მინისტრის მოადგილეებმა შალვა ხუციშვილმა, მერაბ მალანიამ და დავით ვარდიაშვილმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალადაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსმა რამაზ თარაშვილმა.
გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილი დახვდა. გუშინვე, გიორგი გახარიამ შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
13 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. სამთავრობო ცვლილების თანახმად, შს სამინისტროს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment