👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მიგრანტები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დეფაქტო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, გალის რაიონში, საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 7 ეგვიპტელი, 2 სომალელი, 3 იემენელი და 3 სუდანელი დააკავეს. დაკავებულები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ.
„იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები ისეთი რეგიონიდან არიან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებენ, უსაფრთხოების სამსახური ტერორისტებთან მათ შესაძლო კავშირებს შეამოწმებს,“- ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი უწყების განცხადებაში.
დე-ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო მგრაციის არხის ორგანიზება საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესში შედის. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ დაკავებულტა ჩვენებები მოწმობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment