შემოხაზე - 143
1. სტუდენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პრიორიტეტს მიანიჭებენ და ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა დაფინანსებით:
-
I - II
პრიორიტეტი – 10%-იანი თანადაფინანსება;
2.
უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს წარჩინებით, ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას:
-
ოქროს მედალოსნები - 100 ლარი;
-
ვერცხლის მედალოსნები - 80 ლარი;
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
3. სტუდენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებენ სახელმწიფო გრანტს და პრიორიტეტს მიანიჭებენ/ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ისარგებლებენ შიდა დაფინანსებით:
-
50%-იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში - თანადაფინანსება დარჩენილი თანხის 50%-ით;
- 70%-იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში - თანადაფინანსება დარჩენილი თანხის 30%-ით;
4.
100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას 100 ლარს;
5. სტუდენტები, რომლებიც სამი წლის განმავლობაში წარჩინებით დაასრულებენ სწავლას და იქნებიან სტიპენდიანტები, მეოთხე წელს გათავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან;
6. უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში დედმამიშვილები ისარგებლებენ თითოეულზე 10%-იანი თანადაფინანსებით;
- საქართველოს სახელმწიფო შემოქმედებითი კოლექტივებისა და ეროვნული სპორტული ნაკრების წევრები, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ისარგებლებენ 20%-ნი თანადაფინანსებით;
8. ერთი სკოლიდან ჩარიცხულები, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში, ისარგებლებენ შეღავათით და თითოეულს სწავლის საფასური შეუმცირდება 2000 ლარამდე;
- უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია, სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, ერთი სემესტრის განმავლობაში.
შენიშვნა: სტუდენტს სტიპენდია გაუგრძელდება აკადემიური მოსწრების მიხედვით.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment