👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძე ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს წყარომ დაუდასტურა.
კახა გვანცელაძე დავით ნარმანიას მერობის დროს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 13 ნოემბერს დაწერა და კახა კალაძეს უკვე წარუდგინა.
თბილისის მერი კახა კალაძე მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს თბილისის მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს.
imednews.ge

No comments:
Post a Comment