Monday, November 13, 2017

გია ვოლსკი: გუნდი ერთი შეძახილის საფუძველზე არ იღებს გადაწყვეტილებას

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„აუცილებელი არ არის, რომ საპოლიციო წარსული ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია თავისი მონაცემებით სრულად შეესაბამება იმ პოსტს, რომელიც შესთავაზეს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი შსს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
„გიორგი გახარიას უკვე დიდი ხანია ვიცნობ. მისი მენეჯერული და ადამიანური თვისებები, ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავია იმისთვის, რომ ადვილად ვისაუბროთ მის ასეთ გადანაცვლებაზე“, - განაცხადა ვოლსკიმ. 
რაც შეეხება ფინანსთა ახალი მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისამართით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს რკინიგზის მოგება შემცირდა და რკინიგზას უჩა მამაცაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მართავენ, გია ვოლსკის განცხადებით, ამას ბრალდება არ ჰქვია, არამედ ეს არის სიცრუეზე აგებული დემაგოგია, ვინაიდან საერთოდ გადაზიდვების თემის შემცირება, დამოკიდებული არ არის, თუ როგორი მენეჯმენტი ჰყავს რკინიგზას. მისი თქმით, ეს ხდება დამოუკიდებელი ფაქტორიების გამო.
ვოლსკი სამინისტროების შერწყმაზე „ქართული ოცნების“ შიგნით აზრთა სხვადასხვაობასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს ნორმალური პროცესია, როდესაც გუნდი ერთი შეძახილის საფუძველზე არ იღებს გადაწყვეტილებას.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment