კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გერმანულმა პარტიებმა, რომლებიც 24 სექტემბერს ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თავიდან უნდა აიცილონ ახალი საარჩევნო კამპანია, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს,- ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
მანამდე მედია წერდა, რომ გერმანიის კანცლერის პოზიციაზე ანგელა მერკელის მომავალი კითხვის ქვეშ დგას. კოალიციური მთავრობის შექმნაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებებს შედეგი ჯერ არ გამოუღიათ. პარტიებმა საკვანძო პრობლემებზე შეთანხმება ვერ შეძლეს და პირველად დადგა დღის წესრიგში საკითხი მერკელის მომავალზე.
მოლაპარაკებებიდან გამოჟონილი, დასკვნითი დოკუმენტის სავარაუდო შინაარსის მიხედვით, პარტიები თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ საიმიგრაციო პოლიტიკის გარდა. მერკელის წინადადება იყო ლიმიტის დაწესება - 200 ათასი ლტოლვილი წელიწადში, რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment