Thursday, November 2, 2017

როგორ გამოვითვალოთ პენსია? პენსიის დაგროვების კალკულატორი ქვეყნდება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორ გამოვითვალოთ ჩვენი პენსია? არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" დაგროვების კალკულატორს სთავაზობს მოსახლეობას. ბმულ ფაილში თქვენ, შეგიძლიათ შეცვალოთ ხელფასის ოდენობა, დაგროვების და განკარგვის პერიოდები, წლიური პროცენტი და დაახლოებით გამოთვალოთ, რამდენი გექნებათ პენსია. 
გაითვალისწინეთ, რომ მიღებული შედეგი პირობითია და ის შესაძლოა ზუსტად არ ემთხვეოდეს საბოლოო თანხას, თუმცა დაახლოებით წარმოდგენას მაინც შეგიქმნით, თუ რამდენი შეიძლება გქონდეთ პენსია დღეს არსებული ხელფასის პირობებში.
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ - თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით გააკეთებენ, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment