კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება „დაზარალებულთა კვირეული“. ამ კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა აცხადებს არტ-ნამუშევრების (ფოტოსურათი, ნახატი, ქანდაკება და სხვა) კონკურსს, რომელიც ჩატარდება ნოემბრის ბოლო კვირას. დაზარალებულთა კვირეულის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
კონკურსისთვის მომზადებული ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მესიჯს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ (მესიჯი შესაძლოა შეეხებოდეს ნებისმიერ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობასთან). ფოტოსურათი და ნახატი შესრულებული უნდა იყოს A3 ფორმატზე. იგი შესაძლოა მომზადებული იყოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ავტორებმა ნამუშევრები 28 ნოემბრამდე პროკურატურაში უნდა მიტანონ, მისამართზე თბილისი, გორგასლის ქ.№24.
კონკურსისთვის წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა 2 დეკემბერს თბილისი მოლში. ამავე დღეს გაიმართება პირველ სამ ადგილზე გასულ კანდიდატთა დაჯილდოება, რომლებსაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment