Friday, November 3, 2017

დღეიდან iPhone X ოფიციალურად გაიყიდება. რით არის გამორჩეული ახალი ტელეფონი?

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

3 ნოემბრიდან Apple-ი 2017 წლის ყველაზე საინტერესო ტელეფონის iPhone X-ის გაყიდვას იწყებს. კომპანიამ ტელეფონის პრეზენტაცია ახალ აიფონებთან (iPhone-8 და iPhone-8 Plus) ერთად 12 სექტემბერს გამართა და ის პირველი მოდელის გამოსვლის ათიწლისთავს მიუძღვნა. iPhone X-ი საქართველოშიც დღეიდან გაიყიდება. ქართულ ბაზარზე საიუბილეო მოდელის ფასი 9999 ლარი იქნება.

iPhone X - უჩარჩოო, უსადენო, ახალი სილუეტით

ახალ სმარტფონს აქვს აბსოლუტურად ახალი დიზაინი და განსხვავებული ინტერფეისი. პანელის წინა მხარე მთლიანად ეკრანს უკავია. მხოლოდ მის ზედა ნაწილში არის ზოლი მიმღებებით. ეს ადგილი ფრონტალური კამერით და სხვა სენსორებითაა დაფარული, ამიტომ ძველი მოდელებისგან განსხვავებით, ტელეფონის ეკრანი მთლიანად სწორკუთხა არ არისთუმცა ეს დეტალი არანაირ პრობლემას არ ქმნის. ის თვალშისაცემი ეკრანის ბლოკირების დროს ხდება, რადგან საათი და “ბოქლომი”, რომელიც გვიჩვენებს განბლოკილია თუ არა ტელეფონი, ამ ზოლის ქვეშ არის განთავსებული. ჩვეულებრივ, აპლიკაციებში ეს ადგილი არ გამოიყენება - აქ გამოსახულია მხოლოდ დრო, დატენვის და ქსელთან კავშირის ხარისხი და სხვა სისტემური პიქტოგრამები.

iPhone X-ზე ფოტო და ვიდეო მთელ ეკრანზე იხსნება, მხოლოდ ნაწილი ხვდება ეკრანის მიმღების პანელის ქვეშ. ვიდეოს შემთხვევაში, თუ ეკრანს ხელს ორჯერ დააჭერთ, გამოსახულების გარშემო შავი ჩარჩო გაჩნდება, და "ზოლი" ხელს აღარ შეგიშლით. 
უსი აქვს, რომელიც Apple-ის მტკიცებით ძალიან მკვრივია, კომპანიამ პირველად გამოიყენა OLED-პანელები, ტელეფონს აქვს 5,8-დუიმიანი ეკრანი “Super Retina” HDR მხარდაჭერით, სინოტივისა და მტვრისგან დაცული კორპუსი და ორმაგი კამერა უკანა პანელზე. iPhone 7 Plus-ის და ახალი iPhone 8 Plus-ისგან განსხვავებით, iPhone X-ის კამერები ვერტიკალურად არის განთავსებული.ფოტო: Apple

ახალი აიფონი აღჭურვილია პროცესორით A11 Bionic ნეირონული სისტემით. ტელეფონი უსადენოდ იტენება.

Face ID მუშაობს

ახალ აიფონს აღარ აქვს ასევე თითის ანაბეჭდის სენსორი Touch ID, რომლის საშუალებითაც ტელეფონის განბლოკა Home ღილაკზე თითის შეხებით შეიძლებოდა. ის ღილაკთან ერთად გამქრალია. მის ნაცვლად Face ID-ია - მომხმარებლის სახის ამომცნობი სისტემა, რომელიც ფრონტალური სენსორიანი კამერის საშუალებით მუშაობს. iPhone X განიბლოკება, როდესაც ტელეფონის პატრონი ეკრანს შეხედავს. Apple ამტკიცებს, რომ ეს ძალიან სანდო სისტემაა, რომელსაც ვერც მომხმარებლის ფოტოთი და ვერც ნიღბით ვერ მოატყუებ. იმავდროულად, ის არ იბნევა არც მზის სათვალეზე, არც წვერზე ან ვარცხნილობის შეცვლაზე.ფოტო: Apple

თუმცა, ფუნქციის პრეზენტაციის დროს, რამდენჯერმე ტელეფონმა ვერ იცნო მეპატრონე, მაგალითად მაშინ, როდესაც ეკრანს რამდენიმე ადამიანი ერთად უყურებდა. ასეთ დროს აიფონის განბლოკვა ისევ პინ-კოდის შეყვანით შეიძლება.

Face ID სიბნელეშიც მუშაობს: ეკრანის ზედა ნაწილში, პანელში ჩამონტაჟებულია არამხოლოდ ჩვეულებრივი კამერა, არამედ წერტილების პროექტორი და ინფრაწითელი კამერაც.

Animoji და ახალი პორტრეტული რეჟიმი

iPhone X-ის ფრონტალურ კამერას შეუძლია ადამიანის სახის მიმიკის დაჭერა, მისი ტრანსლირება ანიმაციურ სმაილზე, რისგანაც გამოდის ეგრეთ წოდებული Animoji. ეს სმაილის 3D-მოდელია სახეებით, მაგალითად, პანდის, მელიის, კურდღლის, რომლებსაც შეუძლიათ გაღიმება, თვალების ტრიალი, მოწყენა. Animoji-ს მეგობრისთვის გაგზავნა iMessage-ით შეიძლება და ის მიიღებს სმაილს, რომელიც ლაპარაკობს თქვენი ხმით და გამოხატავს თქვენს ემოციას.Apple-მა გააუმჯობესა ასევე პორტრეტული რეჟიმი, რომელიც ისეთი მოდელის ტელეფონებით გადაღებულ ფოტოებზე, რომლებსაც ორმაგი კამერა აქვს, ფონის წაშლის შესაძლებლობას მოგცემთ. iPhone X-ში ისევე როგორც iPhone 8 Plus-ში ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ფოტოკადრის განათების პარამეტრების შეცვლა ერთ-ერთი სტუდიური “შაბლონის” მიხედვით - სახეზე კონტურული შუქის დახატვა ან ფონის მთლიანად ჩაბნელება. iPhone X-ში ეს ფრონტალური კამერის შემთხვევაშიც მუშაობს.

ძალიან მოკლედ

სმარტფონს აქვს ახალი დიზაინი: 5,8 დუიმიანი ეკრანი ჩარჩოს გარეშე. Apple-მა პირველად გამოიყენა OLED-პანელები. iPhon-ს აღარ აქვს ღილაკი Home, ასევე თითის ანაბეჭდის სკანერი Thouch ID. სამაგიეროდ აქვს სახის სკანერი Face ID. განბლოკვისთვის საჭიროა სმარტფონის სახესთან მიახლოება. Face ID ამოგიცნობთ თქვენ წვერშიც, ქუდშიც და სათვალითაც. ტელეფონს აღარ აქვს ღილაკი Home და ახლა ყველა მოქმედება ხორციელდება ჟესტებით. Apple-მა გაანაახლა პორტრეტული რეჟიმი. ახლა შეიძლება განათების “დაყენება” ან ფონის დაბნელება. iPhon X-ში პორტრეტული რეჟიმი ხელმისაწვდომია ფრონტალურ კამერზეც. სმარტფონის უკანა კორპუსი შუშისაა, iPhon X-ი უსადენოდ იტენება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment