Thursday, June 28, 2018

უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 53% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - რა ქონება შეიძინეს საქართველოში არარეზიდენტებმა

2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას forest-ი „2017 წლის მიგრაციის პროფილის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ იმ უცხოელთა ნახევარზე მეტი - 53%, რომლებმაც საქართველოში უძრავი ქონება დაირეგისტრირეს, რუსეთის მოქალაქე იყო; 5%-5%-ს - უკრაინელები, სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ; 4% ისრაელის მოქალაქე იყო; 3-3% აშშ-სა და საბერძნეთის მოქალაქეები; ხოლო 2%-2%-ს გერმანიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის მოქალაქეები შეადგენდნენ. 

რაც შეეხება ქონების ტიპს, როგორც ანგარიშშია მოცემული, 34 024 უძრავი ქონებიდან 12,998 - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 
მიწა იყო; 5,709 - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; 15,317 კი - ბინა/სახლი.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, 2012-2016 წლებში სულ 35,575-მა უცხოელმა დაარეგისტრირა საქართველოში სამეწარმეო ან არასამეწარმეო სუბიექტი. აქედან არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა უმნიშვნელოა. რეგისტრირებულ სუბიექტთა აბსოლუტური უმრავლესობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა (შპს) და ინდივიდუალურ მეწარმეებზე მოდის. 

იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებიც სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტებს საქართველოში ყველაზე ხშირად არეგისტრირებენ, ჭარბობს ირანის, თურქეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები.რაც შეეხება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, უცნობია. „ბიზნესპრესნიუსმა“  საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია 2018 წლის თებერვალში გამოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე და 40-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული 
უწყება ვალდებული იყო პასუხი გაეცა ან დაუყონებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. თუმცა იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-იდან „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკური მონაცემი დღემდე არ მიუღია. ამით კი, საჯარო რეესტრმა კანონი უხეშად დაარღვია. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია 2017 წელს რამდენი უცხოელი გახდა საქართველოში უძრავი ქონების მფლობელი. 
bpn.ge

No comments:

Post a Comment