Friday, June 29, 2018

Reuters: ევროპელი ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროპელი ლიდერები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს
გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, 28 ივნისს გამართულ ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. საინფორმაციო სააგენტო Reuter-ი წერს, რომ გადაწყვეტილებას ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაადასტურებს. 
წინასწარი ინფორმაციით, ეკონომიკური სანქციები 2019 წლის იანვრის ბოლომდე, ანუ კიდევ 6 თვით გაგრძელდება. შეზღუდვები რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და ფინანსურ სექტორებთან თანამშრომლობას ზღუდავს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო შემოიღო. კონფლიქტის შედეგად 2014 წლის შემდეგ 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment