Sunday, June 24, 2018

ვაკანსიები სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის


1. სტუდია მონიტორი აცხადებს სტაჟირებას ოპერატორ -მემონტაჟის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო ადგილი – თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
  • ვიდეო გადაღება;
  • მონტაჟი
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ნამუშევართან ერთად (ფოტო ან ვიდეო მასალა) მისამართზე: monitori.ge@gmail.com.
დავუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. არასრული განაცხადები არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისი. 



2. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთანი/ექთნის დამხმარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ექთნის პოზიციაზე):
  • სავალდებულოა საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (V კურსიდან)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; უცხო ენების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ექთნის დამხმარის პოზიციაზე):
  • სავალდებულოა საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან).
  • სასურველია: პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი ან ექთნის დამხმარე). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 19 ივლისი. 



3. საერთაშორისო DMC კომპანია „WST and Citysightseeing Tbilisi“ ეძებს ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტს), რომლის ძირითადი ფუნქციები ტურისტების დახვედრა, კომპანიის პროდუქტებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათი დაკვალიანება იქნება.
სამუშაო მოვალეობები
  • პოტენციური მომხმარებლების თავაზიანად და ღიმილით მიღება, მათთან კომუნიკაციის დამყარება;
  • კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და რეალიზაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • დამაჯერებლად, თავაზიანად და გამართულად საუბარი, დეტალურად აღწერა თვითოეული სერვისისა, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს;
  • გაყიდვებისა და სხვა ტრანზაქციების აღრიცხვიანობის წარმოება;
  • კომპანიის კუთვნილ პროგრამასთან მუშაობა და ყოველდღიური პროცესის მონიტორინგი;
  • ტურების ეფექტური დაგეგმვა და შესრულების უზრუნველსაყოფად, გიდებთან, ავტობუსის ბორტგამყოლებთან და მძღოლებთან თანამშრომლობა;
  • ტურების მიმდინარეობის სისტემატური კონტროლი;
  • დღის გახსნისა და დახურვის ჩაბარება ზედამხედველთან
  • კომპანიისა და გაყიდვების საპრეზენტაციო ფაილების მომზადება, განახლება
  • მეილის ყოველდღიური კონტროლი და გამართული, პროფესიონალური პასუხების გაცემა რეზერვაციების კონტროლი;
  • ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება;
  • მისაღები ოფისის სისუფთავის და ინვენტარის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
სასურველი ცოდნა და უნარჩვევები
  • სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები). განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • აუცილებელია რუსული, ინგლისური და ქართული ენების ფლობა სრულყოფილ სალაპარაკო დონეზე
  • სასურველია გამოცდილება ტურისტულ სფეროში
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
  • სწორი გამართული მეტყველება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დადებითი მიდგომა, კლიენტზე ორიეტირებული, სასიამოვნო და მომღიმარი
  • შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება
  • ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • დროის მართვის უნარი
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • აკურატული და სუფთა
სამუშაო პირობები
  • პოზიციის სახელი: ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტი)
  • ანაზღაურება: 700 + ბონუსი გაყიდვებიდან
  • ადგილმდებარეობა: მეიდანი ან თავისუფლების მოედანი, თბილისი
  • სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
  • სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემო
  • შერჩეული კანდიდატები, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, გაივლიან სტაჟირებას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე g.kokhtashvili@wst.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტი)“. კომპანია რეგულარულად განიხილავს აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გამოგზავნას. ბოლო ვადაა 2018 წლის 4 ივლისი.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები განიხილება და შესაბამისად გაივლიან გასაუბრებას.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment