Wednesday, June 27, 2018

რეალს“ 5 ფეხბურთელი ტოვებს?

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალში“ სერიოზული ცვლილებებში იგეგმება და ფლორენტინო პერესმა გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ 400 მილიონ ევროზე მეტი უნდა მიიღოს...

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მარკო ასენსიოა, რომლის სანაცვლოდაც „ლივერპული“ 180 მილიონ ევროს იხდის.

გარდა ამის ტრანსფერზე დგას კარიმ ბენზემა. ლოპოტეგის ფრანგის დარჩენა არ სურს და მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევრომდე მიღება გეგმავს.

ასევე ბუნდოვანია გარეთ ბეილის მომავალი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „მანჩესტერი“ უელსელ ფეხბურთელს 110 მილიონ ევროს იხდის და „რეალი“ ამ წინადადებაზე სერიოზულად ფიქრობს.

იგეგმება მარკოს ლორენტეს გასხვისებაც, მისი ფასი 15-იდან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.

და ბოლოს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ კოლექტივს კეილორ ნავასი გამოემშვიდობება. კოსტარიკელზე პრეტენზიას არაერთი მაღალი დონის გუნდი აცხადებს, პერესს კი მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევროს მიღება აქვს განზრახული.
Halamadrid.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment