Wednesday, June 27, 2018

სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დროებით ჩაიკეტა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის მხარეს, მეწყრის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ამის გამო სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი ჩაკეტილია.
"უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ქვეითთა გადაადგილება.
თურქეთის მხარეს გზის სავალი ნაწილის გაწმენდის და მოძრაობის აღდგენისთანავე სახელმწიფო საზღვარზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება", - წერია შსს-ს განცხადებაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment