Wednesday, June 27, 2018

მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა გადავადდა

მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი პროექტი „თითქმის დასრულებულია“.

„ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება“, - განაცხადეს უწყებაში. 

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ამ დრომდე 2018 წლის პირველი ნახევრიდან იყო დაანონსებული. 
interpressnews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment