Friday, June 29, 2018

ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ ორ ქალს პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. 
სასამართლო სხდომაზე, მომღერლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულმა თამთა ჯანღავამ თქვა, რომ მას ირაკლი ნოზაძის მოკვლა არ უნდოდა.
თამთა ჯანჯღავას გუშინ ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, მის მეგობარ გოგოს კი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინათ. „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ორი ქალი 26 ივნისს დააკავა. 
ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 27 ივნისს მოხსნეს.
Imedinews-მა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები მოიპოვა, რომელიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment