Tuesday, June 26, 2018

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დაკაავა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს–დან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი, 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. 

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment