Wednesday, June 27, 2018

მარადონამ საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა!

არგენტინის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის ნიგერიასთან მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"მსურს ყველას ვუთხრა, რომ კარგად ვარ. საავადმყოფოში არ ვარ და არც ვყოფილვარ. ნიგერიასთან მატჩის დროს კისერი მტკიოდა და დეკომპენსაცია გადავიტანე. ექიმმა შემამოწმა და მეორე ტაიმის დაწყებამდე შინ დაბრუნება მირჩია, მაგრამ, დარჩენა მსურდა, რადგან ეს გადამწყვეტი მატჩი იყო. როგორ შემეძლო წასვლა? ყველას გკოცნით და მადლობა მხარდაჭერისთვის." - წერს ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ნიგერია მატჩის მიწურულს გატანილი გოლით დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.
setanta.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment