Friday, June 22, 2018

ინფორმაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის - რა სიახლეა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით

„მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღე­ბა უნდა გა­მარ­ტივ­დეს. გარ­და ამი­სა, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს უნდა მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღე­ბი­სას, გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უ­ნარ­ჩუნ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დი­ას­პო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა რატი ბრე­გა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.
ბრე­გა­ძის თქმით, ქარ­თულ დი­ას­პო­რა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ უკვე საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის მიერ დი­ას­პო­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაჟ­ღე­რე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას­თან და ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
„რო­გორც იცით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სრუ­ლად ამოქ­მედ­დე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა ტერ­მი­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე და სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, იზ­რუ­ნოს სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. კი­დევ ერთი ცვლი­ლე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ კონ­სტი­ტუ­ტუ­ცი­ი­დან ამო­ღე­ბულ იქნა ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი აკ­რძალ­ვა. ამ ცვლი­ლე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან მუ­შა­ობს შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა მო­ამ­ზა­დოს. შე­დე­გად, გარ­კვე­ულ­წი­ლად უნდა გა­მარ­ტივ­დეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღე­ბა უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს უნდა მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აი­ღონ უცხო სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ამავდრო­უ­ლად, გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უ­ნარ­ჩუნ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ეს არის და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი არსი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, პარ­ლა­მენ­ტში მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.რაც შე­ე­ხე­ბა იმას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ თუ არა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, ბრე­გა­ძე აცხა­დებს, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აქვს - ზოგი სახ­ლემ­წი­ფო უშ­ვებს ორი ან მეტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, ზო­გის­თვის ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.
რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თის, რატი ბრე­გა­ძის თქმით, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო წელს ახორ­ცი­ე­ლებს საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექტს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შომ­ლო­ბით, უკვე შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის­თვის.
„გარ­და ამი­სა, ჩვენ პირ­ვე­ლად და­ვი­წყეთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის­თვის. მომ­ზად­და სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის­თვის და ამის მი­ხედ­ვით მზად­დე­ბა სამ­დო­ნი­ა­ნი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბავ­შვე­ბი საკ­ვი­რაო სკო­ლებ­ში შეძ­ლე­ბენ შე­ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა და ამას­თან ერ­თად, ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია და კულ­ტუ­რა. სა­მი­ვე წიგ­ნის სრუ­ლი კომ­პლექ­ტი მზად იქ­ნე­ბა 20 აგ­ვის­ტოს­თვის, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში კი ჩვენ ვგეგ­მავთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით. შე­დე­გად, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­და­იჭ­რე­ბა ის პრობ­ლე­მა, რაც არ­სე­ბობ­და საკ­ვი­რაო სკო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თე­მა­ტურ ნა­წილ­ში“, - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment