Saturday, November 18, 2017

ათენში დემონსტრაციაზე პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საბერძნეთის პოლიციამ ათენში არეულობაში მონაწილე 16 ადამიანი დააკავა. მათ შორის საბერძნეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ერაყის მოქალაქეები. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს.
ათენში 1973 წლის წინანდელი მოვლენები გამოსვლებით აღნიშნეს. მიტინგი ქალაქში არელობაში გადაიზარდა.
1973 წლის ნოემბერში ათენში სტუდენტები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში შეიჭრნენ, ისინი სტუდენტურ ცხოვრებაში ხელისუფლების უხეშ ჩარებას აპროტესტებდნენ. პოლიციამ უნივერსიტეტი შტურმით აიღო, რა დროსაც 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასამდე ადამიანი დაიჭრა. ხელისუფლება მაშინ აცხადებდა, რომ მსხვერპლი არ იყო. საბერძნეთში მიტინგები გაგძელდა, რასაც შედეგად დიქტატურის დამარცხება მოჰყვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment