👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს ნაკრებში წამოსვლამდე „მეგა ბიმაქსში“ ბოლო მატჩი ითამაშა გოგა ბითაძემ. ადრიატიკის ლიგის სერბულ დერბიში „მეგა ლეკსი“ ბელგრადის FMP-ს შეხვდა და ბრძოლაში 88:96 დამარცხდა. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 22:26 წუთი გაატარა. ბითაძემ 7-დან 3 ორქულიანი ჩააგო, 3 სამიანი კი ააცილა. შედეგად, 18 წლის ქართველმა ცენტრმა 6 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა და 3 დაფარება მოაყოლა.
ბიმაქსელთაგან საუკეთესო შედეგი სტეფან სინოვეცმ დააფიქსირა 22 ქულით. დილან ენისმა ორმაგი დუბლი - 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
3 მოგებითა და 6 მარცხით „მეგა ბიმაქსი“ 12 გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 4 დეკემბერს „ზადართან“ გამართავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment