Friday, November 17, 2017

2017 წელს ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის 50%-ით გაიზარდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს ვლადიმირ კოლტოვიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2017 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24%-ით, ექსპორტი კი - 50%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამ მონაცემებისა შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ბელარუსის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის შემდგომი ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია.
 მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი, რომ გაგრძელდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment