Friday, November 17, 2017

კახა კალაძე: გაუგებარია, რატომ უნდა მივიდე საკრებულოში

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას იმის შესახებ, რომ საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს ახლადარჩეული მერი არ წარადგენს. მისივე განმარტებით, მას საკრებულოში მისვლას არჩევის შემდეგ, კანონი არ ავალდებულებს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
„მე ვარ ხალხის მიერ არჩეული და უფლებამოსილებას უკვე შევუდექი, რაც შეეხება ქალაქის მთავრობას, კანონის შესაბამისად, ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, დღეს იმსჯელებენ, დამტკიცდება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ. 
საკრებულოს ოპოზიციამ დღეს კახა კალაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ ახლად არჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს. 
თბილისის საკრებულოში ახალი მთავრობის წევრთა დასამტკიცებლად კენჭისყრა 17:00 საათზე იგეგმება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment