👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პორტუგალიური კომპანია Tekever-ი პირველი პორტუგალიური თანამგზავრის შექმნას აპირებს, რომლის ღირებულებაც 10.5 მილიონ დოლარამდეა. თანხის ნაწილი ევროკომისიამ და ქვეყნის მთავრობამ, მეორე ნაწილი კი კერძო ინვესტორებმა გამოყვეს. ინფორმაციას Spacenews-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, Tekever-ი სატელიტების მასობრივ წარმოებას გეგმავს. მისი პირველი პროდუქტი თანამგზავრი Infante-ია, რომელიც სატელეკომუნიკაციო მომსახურებისათვის არის განკუთვნილი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი გამოყენება სამეცნიერო მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი.
პირველი პორტუგალიური თანამგზავრის კოსმოსში გაშვება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment