👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
13-17 ნოემბერს ქალაქ ბერლინში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის შეხვედრები იმართება, რომელსაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით ესწრება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში, დეპუტატები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს და ზოგადად ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან.
შეხვედრები ასევე გაიმართება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან.
საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტის წევრები შეხვედრებს თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე გერმანიის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებთანაც გამართავენ.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment