Friday, November 3, 2017

სასტუმროების ასაშენებლად ინვესტიციის მოცულობა 58 200 000 ლარს შეადგენს.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს საქართველოში დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების საგრძნობმა მატებამ კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
სწორედ ამ მიზნით, პროექტ “50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ინვესტორებს სურამსა და ყვარელში არსებული სახელმწიფო ქონება შესთავაზა. 
ელექტრონული აუქციონების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულებმა სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღეს. 
დღეის მდგომარეობით, გაყიდულია 26 927 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment