👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2020 წლის შემდეგ ძრავების რეგლამენტში ცვლილების თაობაზე, Mercedes-სა და Renault-ს შემდეგ Ferrari-მაც თავისი უკმაყოფილება გამოთქვა "ფორმულა 1-ის" მფლობელის Liberty Media-ს გეგმების მიმართ და წასვლით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"Liberty Media-ს ბევრი კარგი იდეა აქვს. მომწონს მათი სწრაფვა მონაწილეობაზე ხარჯების შემცირებისადმი. თუმცა არსებობს ისეთი წინადადება, რომელსაც ვერ დავეთანხმებით. მაგალითად, მათ სურთ სხვადასხვა მწარმოებლის ძალოვან დანადგარს, უნიკალურობა წაართვან. ამგვარ ნაბიჯს მხარს ვერ დავუჭერთ. თუ ყველაფერი ისე აეწყობა, ბრენდის შენარჩუნება და Ferrari-ს უნიკალური სტატუსის გამყარება უკვე შეუძლებელი გახდება და ჩვენ წავალთ“ - განაცხდა Ferrari-ს პრეზიდენტმა სერჯიო მარკიონემ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment