Tuesday, November 14, 2017

ხაბაროვსკში ავიაკატასტროფას 8 ადამიანი ემსხვერპლა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რუსეთში, ხაბაროვსკში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო ТАСС-ი ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ავიაკატასტროფას მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა, რომელიც მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი L-410 ნელკანის აეროპორტთან ჩამოვარდა. საგამოძიებო სამსახურები ავიაკატასტროფის სამ სავარაუდო მიზეზზე მუშაობენ. ესენია: უამინდობა, ტექნიკური გაუმართაობა ან პილოტის შეცდომა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment