👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მიმდინარე მთავრობის სხდომაზე იმ დასკვნას ეხმაურება,რომელიც საქართველოს როგორც ღვინის უძველესი სამშობლოს აღიარებას ეხება.
"4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ და დარწმუნებული ვარ ყველას გიხარიათ, რომ მეცნიერემა სხვადასხვა ქვეყნებიდან დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გავქვს საშუალება ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით პოზიტიურად წარმოვაჩიმოთ საერთაშორისო ასპარეზზე,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) აქვეყნებს სტატიასსახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან.
სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment