ქუთაისში, ტერიტორიაზე, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა მოეწყოს, სამუშაოები მიმდინარეობს. „ქართუ ჯგუფის" პროექტების ხელმძღვანელის, ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ქვაბული ითხრება.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. ახლა ითხრება ქვაბული. ძალიან დიდი ქვაბულია. ამის შემდეგ დაიწყება მშენებელობა. ჰექტარზე მეტია მარტო ის ფართობი, რაზეც შენობა აიგება“, - აღნიშნა ცაგარელმა.
მისივე თქმით, მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 140 ჰექტარზე აშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება.
ipn.ge

No comments:
Post a Comment