Sunday, November 19, 2017

დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა



საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის 20:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა იკრძალება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.
ipn.ge
 

No comments:

Post a Comment