Sunday, November 19, 2017

აშშ-მა ირანი ჰაკერულ თავდასხმაში დაადანაშაულა


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ირანის მოქალაქეებს ჰაკერულ თავდასხმაში დასდო ბრალი. სამინისტროს ცნობით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტი ტელეკომპანია HBO-ც გახდა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ირანელი მოქალაქეების მიმართ წაყენებული ბრალდება შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სურვილს-თეირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას უკავშირდებოდეს. ტელეკომპანიის წარმომადგენლები ადასტურებენ ჰაკერული თავდასხმის გზით, კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს და გამოძიების მიზნით სამართალდამცველებთან თანამშრომლობენ
მიმდინარე წლის აგვისტოში დონად ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების კანონს მოაწერა ხელი, საპასუხოდ კი ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით დაიმუქრა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment