Sunday, November 19, 2017

თბილისის ახალი მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დედაქალაქის მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველ სხდომას გამართავს. დღესვე კახა კალაძე თბილისის მერიის დაქვედმებარებაში არსებული 4 უწყების ახალ ხელმღვანელებს წარადგენს. 
ვინ ჩაიბარებს არქიტექტურის სამსახურს, ქონების მართვის სააგენტოს, ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, მერიის დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.
საკადრო ცვლილებებთან ერთად დედაქალაქის მთავრობის წევრები მერიის სისტემაში სტრუქტურული რეფორმის საკითხებზეც იმსჯელებენ. განსახილველ საკითხთა შორისაა მომავალი წლის მთავრი ფინანსური დოკუმენტი.
ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან ამ დრომდე მიმდინარეობს. 

უძრავი ქონების დაკანონების საკითხი იქნება ერთ-ერთი, რაზეც მთავრობის წევრები იმსჯელებენ. საქმე ეხება, უძრავი ქონების იმ მოსახლეობისთვის დაკანონებას, რომლებიც წლებია თავიანთი საცხოვრისით სარგებლობენ და საკუთრებაში მიღება ამ დრომდე ვერ მოახერხეს. 

თბილისის მერიაში სხდომა 11 საათზე დაიწყება. თბილისის მთავრობა სრული შემადგენლობით 17 ნოემბერს დამტკიცდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment