Tuesday, November 14, 2017

ატენის სიონთან მშენებლობის საქმეზე ჟურნალისტები დაიკითხნენ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ატენის სიონთან მიმდინარე მშენებლობის საქმეზე ჟურნალისტები ანი კიკნაძე და ნინო მიქიაშვილი გორის რაიონული პოლუციის მე-4 განყოფილებაში დაიკითხნენ. ნინო მიქიაშვილმა გამომძიებელს ამ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები და ვიდეომასალა გადასცა.
მთავარ პროკურატურას ანი კიკნაძემ 27 ოქტომბერს მიმართა, რის შემდეგაც საქმის გამოძიება გორის რაიონულმა პოლიციამ დაიწყო. ჟურნალისტების მტკიცებით, მე-7 საუკუნის ატენის სიონის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობა ძეგლს საფრთხეს უქმნის.
ტაძართან საეპისკოპოსო სახლის, კელიების და სატრაპეზოს მშენებლობა 2009 წელს დაიწყო, თუმცა საპატრიარქოს მოთხოვნით შეჩერდა. წელს კი სამშენებლო სამუშაოები კვლავ განახლდა, რაც ჟურნალისტების თქმით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის დარღვევაა. კანონის თანახმად მშენებლობა ძეგლიდან არანაკლებ 500 მეტრის მანძილზეა დასაშვები.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment