👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბრიტანელი ექიმი და დამწყები სერფერი ჩარლი ფრაი, სიდნეის ნაპირისგან 90 კილომეტრში ცურავდა, როდესაც მარჯვენა მხარზე მოულოდნელი დარტყმა იგრძნო. როდესაც ის შემოტრიალდა, დაიანახა, რომ მასთან დიდი თეთრი ზვიგენი იყო მიახლოებული. ამის შესახებ BBC წერს.
ფრაიმ განაცხადა, რომ იმ დროს, YouTube-ზე ნანახი ვიდეო გაიხსენა, სადაც პროფესიონალი სერფერი მიკ ფენინგი, თეთრ ზვიგენთან შეხვედრის შესახებ ჰყვება. ფენინგი ამტკიცებდა, რომ მტაცებელი თევზი მას მოშორდა, როდესაც ცხვირზე მუშტი დაარტყა. ექიმმა ამ მაგალითის გამეორება გადაწყვიტა.
"მე მას მარცხენა ხელი დინგში მოვარტყი, შემდეგ სერფინგის დაფაზე ავძვერი და მეგობრებს საშველად დავუძახე. ამ დროს, საბედნიეროდ, ტალღა მოვარდა და მე მას მივყევი",- იხსენებს ჩარლი ფრაი.
თეთრი ზვიგენისგან მიყენებული ჭრილობა მხარზე ფრაიმ მხოლოდ ნაპირზე მიცურვის შემდეგ შენიშნა.
დიდი თეთრი ზვიგენი - განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენია, რომელიც ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 2 000 კგ-ს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment