👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ქუთაისში, ტერიტორიაზე, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა მოეწყოს, სამუშაოები მიმდინარეობს. „ქართუ ჯგუფის" პროექტების ხელმძღვანელის, ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ქვაბული ითხრება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
„ძალიან დიდი ქვაბულია. ამის შემდეგ დაიწყება მშენებელობა. ჰექტარზე მეტია მარტო ის ფართობი, რაზეც შენობა აიგება“, - აღნიშნა ცაგარელმა.
მისივე თქმით, მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 140 ჰექტარზე აშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი „ქართუ” სრულად აფინანსებს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment